კავაი ლეონარდს ტორონტოში ოვაციებით დახვდნენ (ვიდეო)

13:43, 12.12.2019

კავაი ლეონარდმა 2018-19 წლების სეზონზე „ტორონტო რეპტორსთან“ ერთად ნაციონალური საკალათბურთო ასოაციაციის (NBA) საუკეთესო გუნდის ტიტული მოიპოვა.

კანადური გუნდისთვის ეს ისტორიის მანძილზე პირველი საჩემპიონო ტიტული იყო, აქედან გამომდინარე ძნელი გამოსაცნობი არ არის, თუ როგორ უყვართ კანადაში ლეონარდი. დღეს რეგულარული სეზონის მორიგ შეხვედრაში „რეპტორსმა“ „კლიპერსს“ უმასპინძლა. ტორონტოელმა გულშემატკივარმა კავაის ძალიან თბილი დახვედრა მოუწყო. დღესვე ლეონარდს ჩემპიონის ბეჭედი, აწ უკვე ყოფილმა თანაგუნდელმა, კაელ ლაურიმ გადასცა.

მსგავსი