კავაი ლეონარდმა ლოს ანჯელესელ ბავშვებს ზურგჩანთები დაურიგა (ვიდეო) 
კავაი ლეონარდმა ლოს ანჯელესელ ბავშვებს ზურგჩანთები დაურიგა (ვიდეო) 

კავაი ლეონარდი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მოქმედი ჩემპიონია. მოგეხსნებათ, ტიტულის მოგების შემდეგ ლეონარდმა მიიღო გადაწყვეტილება რომ ლოს ანჯელესში გადაბარგებულიყო.

ამჟამად, კავაი უკვე „კლიპერსის“ კალათბურთელია და მორიგი ტიტულის მოგებას პოლ ჯორჯთან ერთად, მშობლიურ ქალაქში შეეცდება. გუშინ „კლიპერსმა“ დააანონსა, რომ თანამშრომლობას იწყებს კომპანია „ბეიბითუბეიბისთან“ (Baby2Baby).

როგორც გაირკვა, ლეონარდი ახალი გუნდის წარმომადგენლებთან ერთად ლოს ანჯელესის ერთერთ უბანში მორენო ველეიში (Moreno valley), ბავშვებს ერთ მილიონ ზურგჩანთას დაურიგებს.