კავაი ლენარდმა კარიერის გასაგრძელებლად ლოს ანჯელესი აირჩია
კავაი ლენარდმა კარიერის გასაგრძელებლად ლოს ანჯელესი აირჩია

“სან ანტონიო სპურსის” ფორვარდს კავაი ლენარდს სურს, რომ თავისმა ამჟამინდელმა კლუბმა ის ლოს ანჯელესის რომელიმე კლუბში გაცვალოს. სავარაუდოდ, “ლეიკერსში“, – იტყობინება ESPN.

ლენარდი აპირებს გააფრთხილოს NBA-ის სხვა კლუბები, რომლებიც მისი შეძენით არიან დაინტერესებულები, რომ ერთი წლის შემდეგ, მხოლოდ “ლეიკერსთან” ან “კლიპერსთან” გააფორმებს კონტრაქტს.

გასულ სეზონში, კავაიმ ტრავმის გამო, მხოლოდ ცხრა მატჩში მიიღო მონაწილეობა. მოთამაშესა და “სან ანტონიოს” შორის უთანხმოება წარმოიშვა აღდგენითი პროცესის ვადებთან დაკავშირებით.

ლენარდისპურსში” 2011 წლიდან თამაშობს. 2013-2014 წლების სეზონში, ვარსკვლავური ფორვარდი NBA-ის ჩემპიონი გახდა და ფინალური სერიის MVP გახდა.