კატარის პრესა – „მანჩესტერ იუნაიტედი“ კატარის შეიხის მფლობელობაში გადადის #1TVSPORT

10:54, 14.06.2023

კატარის მთავრობასთან დაახლოებული გაზეთის, „ალ-ვატანის“ ინფორმაციით, დასრულებულია კატარის შეიხის, ჯასიმ ბინ ჰამად ბინ ჯაბერ ალ ტანის მიერ „მანჩესტერ იუნაიტედის“ შეძენა.

„ალ-ვატანის“ ცნობით, კატარმა ლეგენდარული ინგლისური კლუბის შესაძენად გლეიზერების ოჯახს 6 მილიარდი ევრო გადაუხადა და ეს ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მსხვილი გარიგება გახდა. ამის შესახებ ოფიციალურად უახლოეს დროში გამოცხადდება.

მსგავსი