კატარი 2022 | სენეგალი პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | სენეგალი პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა [ვიდეო] #1TVSPORT

A ჯგუფის მეორე ტურის შეხვედრაში, მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი კატარის ნაკრები სენეგალს შეხვდა და მეორე მატჩი 1:3 წააგო. სენეგალი პირველი აფრიკული ნაკრებია, რომელმაც მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე გაიმარჯვა.

 

სენეგალი თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას, თუმცა გოლის გატანა ტაიმის ბოლომდე ვერ მოახერხა — 41-ე წუთზე ანგარიში ბულაიე დიამ გახსნა. შეხვედრის პირველ ნახევარში კატარელებმა ერთადერთი დასამახსოვრებელი მომენტი შექმნეს, როდესაც მეკარესთან პირისპირ აფიფი გადიოდა,  სენეგალელთა მცველმა დარტყმის საშუალება არ მისცა. მასპინძლები არბიტრისაგან პენალტის დანიშვნას ითხოვდნენ, მაგრამ ესპანელმა მატეო ლაოსმა თამაშის გაგრძელებისკენ მიუთითა.

სენეგალმა მეორე ტაიმის დასაწყისში მეორე გოლი გაიტანა და, ფაქტობრივად, გამარჯვებულის ვინაობაც გაირკვა.

კატარელები ამის შემდეგ მეტად გააქტიურდნენ, შექმნეს კიდეც რამდენიმე კარგი მომენტი, 78-ე წუთზე კი მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანეს — ისტორიაში თავისი სახელი მოჰამედ მუნტარიმ ჩაწერა, რომელმაც ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ თავურით ლამაზი გოლი გაიტანა.

A ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 20.11.2022 20:00 კატარი-ეკვადორი 0:2
I ტური 21.11.2022 20:00 სენეგალი-ნიდერლანდები 0:2
II ტური 25.11.2022 17:00 კატარი-სენეგალი 1:3
II ტური 25.11.2022 20:00 ნიდერლანდები-ეკვადორი :
III ტური 29.11.2022 19:00 ეკვადორი-სენეგალი :
III ტური 29.11.2022 19:00 ნიდერლანდები-კატარი :

 

A ჯგუფი
1 ნიდერლანდები 1 1 0 0 2-0 3
2 ეკვადორი 1 1 0 0 2-0 3
3 სენეგალი 2 1 0 1 3-3 3
4 კატარი 2 0 0 2 1-5 0