კატარი 2022 | საუდის არაბეთში, არგენტინასთან გამარჯვების გამო, 23 ნოემბერი დასვენების დღე გამოაცხადეს #1TVSPORT
კატარი 2022 | საუდის არაბეთში, არგენტინასთან გამარჯვების გამო, 23 ნოემბერი დასვენების დღე გამოაცხადეს #1TVSPORT

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინასთან გამარჯვების შემდეგ საუდის არაბეთის მეფემ, სალმან ბინ აბდულაზიზ ალ საუდმა 23 ნოემბერი ქვეყანაში დასვენების დღედ გამოაცხადა.

ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში საუდის არაბეთის ნაკრებმა დიდი სენსაცია მოახდინა და ლიონელ მესის არგენტინა 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ ეს გამარჯვება საუდის არაბეთის ნაკრებისთვის მსოფლიო ჩემპიონატბზე გამოსვლების ისტორიაში მხოლოდ მეოთხე იყო.

არგენტინელებმა ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატის პირველი მატჩი 1990 წელს წააგეს. აღსანიშნავია, რომ მაშინ არგენტინა კამერუნთან დამარცხდა და მაშინაც ამ ქვეყანაში ტრიუმფის შემდეგ დასვენების დღე გამოაცხადეს.