კატარი 2022 | საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელები არგენტინის დამარცხებისთვის დასაჩუქრდებიან #1TVSPORT
კატარი 2022 | საუდის არაბეთის ნაკრების ფეხბურთელები არგენტინის დამარცხებისთვის დასაჩუქრდებიან #1TVSPORT

კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე არგენტინის ნაკრებთან ისტორიული გამარჯვების შემდეგ, საუდის არაბეთის ფეხბურთელები ფინანსურადაც სოლიდურად დაჯილდოვდებიან.

არგენტინის ნაკრების დამარცხებით (2:1), რაც ტურნირის ერთ-ერთი მთავარი სენსაცია გახდა, გუნდმა ქვეყნის ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია.

საუდის არაბეთის სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა, ამ უდიდესი წარმატებისთვის ნაკრების ფეხბურთელები და მწვრთნელები დაეჯილდოვებინა და საამისოდ გულუხვი საჩუქარი არ დაიშურა – გაზეთ „ჰარიან მეტროს“ ცნობით, თითოეული მოთამაშე საჩუქრად ავტომობილ Rolls Royce Phantom-ს მიიღებს.

შეგახსენებთ, არგენტინასთან მოგების შემდეგ, სამეფო ოჯახის გადაწყვეტილებით, მატჩის მეორე დღე, 23 ნოემბერი, ქვეყანაში დასვენების დღედ გამოცხადდა.