კატარი 2022 | სამი ინგლისური გრანდი იოშკო გვარდიოლში 90-100 მილიონს იხდის #1TVSPORT

17:50, 11.12.2022

პრემიერლიგის სამმა კლუბმა მსხვილი წინადადებით მიმართა „ლაიპციგს“ ხორვატიის ნაკრების მცველის იოშკო გვარდიოლის თაობაზე.

გამოცემა Foot Mercato-ს მონაცემებით, „მანჩესტერ სიტი“ მზად არის გვარდიოლში 100 მილიონ ევროზე მეტი გადაიხადოს, „ჩელსის“ წინადადება დაახლოებით 95 მილიონი ევროა, „მანჩესტერ იუნაიტედის“ – 90 მილიონი.

გვარდიოლით ასევე „ბაიერნი“ დაინტერესდა და აპირებს შეხვდეს ხორვატის აგენტს. ინტერესს გამოთქვამენ „რეალი“ და „ბარსელონა“, მაგრამ ისინი ეჭვობენ ფასის გამო.

„ლაიპციგმა“ წლინახევრის წინ იოშკო გვარდიოლი ზაგრების „დინამოდან“ 19 მილიონ ევროდ შეიძინა.

მსგავსი