კატარი 2022 | საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები საკუთარ ფესვებს დაუბრუნდნენ - მათ თავიანთი პირველი კლუბების მაისურები ჩაიცვეს #1TVSPORT
კატარი 2022 | საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელები საკუთარ ფესვებს დაუბრუნდნენ - მათ თავიანთი პირველი კლუბების მაისურები ჩაიცვეს #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელებმა პატივი მიაგეს სამოყვარულო გუნდებს, რომლებშიც საფეხბურთო კარიერას იწყებდნენ. მათ გადაიღეს გუნდური ფოტო, რომელშიც თავიანთი პირველი კლუბების მაისურები აცვიათ.

ამ ფოტოზე შესაძლებელია რამდენიმე საინტერესო მომენტის დაფიქსირება.

მაგალითად, კილიან მბაპე და ვილიამ სალიბა ერთად იწყებდნენ „ბონდიში“ – გუნდი, რომელიც პარიზის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანს ეკუთვნის. სხვათა შორის, იქ კილიანის მამა ავარჯიშებდა.

მატეო გენდუზი ერთადერთი მოთამაშეა, ვინც არ მიიღო ამ ფოტოსესიაში მონაწილეობა, რისი მიზეზიც ის არის, რომ ის კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ იწყებდა, ეს კი სამოყვარულო კლუბი არ არის.

ანტუან გრიზმანს კლუბ „მაკონეს“ ფორმა აცვია, რომლის პრეზიდენტი ფეხბურთელის მამა ალენ გრიზმანია.