კატარი 2022 | რონალდოს მუნდიალი მოსწონს - ეჭვებით ჩამოვედით, მაგრამ აქ ბევრი რამ ვისწავლეთ #1TVSPORT
კატარი 2022 | რონალდოს მუნდიალი მოსწონს - ეჭვებით ჩამოვედით, მაგრამ აქ ბევრი რამ ვისწავლეთ #1TVSPORT

მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ, ბრაზილიის ნაკრების ყოფილმა ლიდერმა, რონალდომ კატარში მუნდიალის ორგანიზებაზე ისაუბრა. ბრაზილიელი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ტურნირი ხარვეზებით ტარდება.

„ძალიან ლამაზი სტადიონებია, საცობები არ არის და გულშემატკივარს დღეში რამდენიმე თამაშზე დასწრების შესაძლებლობა აქვს. ყველგან ერთიანობა იგრძნობა, ეს არის ისტორიული მუნდიალი მთელი მსოფლიოსთვის“, – ამბობს რონალდო.

ბრაზილიელმა ვარსკვლავმა არ დამალა, რომ თავიდან კატარის კანდიდატურა მასაც არ მოსწონდა: „ეს მუნდიალი არაბული სამყაროსთვის ისტორიულია. ტურნირის აქ ჩატარებას თავიდან ეჭვის თვალით ვუყურებდით, მაგრამ მათგან ბევრი რამ ვისწავლეთ და უცხო კულტურის მიმართ უფრო ტოლერანტული გავხდით, რაც ნამდვილად მომწონს. სამწუხაროა, რომ ჩემპიონატი მთავრდება“.

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი 1/2-ფინალური მატჩი 13 დეკემბერს გაიმართება, არგენტინის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება, ხოლო 14 დეკემბერს მაროკო საფრანგეთს შეხვდება. ორივე თამაში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. მატჩების ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.