კატარი 2022 | „რეალი“ იოშკო გვარდიოლში 90 მილიონს იხდის #1TVSPORT
კატარი 2022 | „რეალი“ იოშკო გვარდიოლში 90 მილიონს იხდის #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების მცველმა, იოშკო გვარდიოლმა, შესაძლოა, კარიერა ესპანეთში გააგრძელოს. „ლაიპციგის“ ფეხბურთელის მიმართ ინტერესი მადრიდის „რეალმა“ გამოთქვა.

ესპანეთის ჩემპიონი მზად არის, 20 წლის მცველში 90 მილიონი ევრო გადაიხადოს. ამის შესახებ ჟურნალისტმა ალფრედო პედულამ დაწერა. „რეალის“ პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს სურს, გარიგება რაც შეიძლება მალე დაასრულოს.

მიმდინარე სეზონში გვარდიოლმა 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ერთი გოლი გაიტანა. „ლაიპციგმა“ ფეხბურთელი ზაგრების „დინამოდან“ 18.8 მილიონ ევროდ შეიძინა.