კატარი 2022 | პირველი მეოთხედფინალისტი ნიდერლანდების ნაკრებია [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | პირველი მეოთხედფინალისტი ნიდერლანდების ნაკრებია [ვიდეო] #1TVSPORT

მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე მერვედფინალური ეტაპი ნიდერლანდებისა და აშშ-ის მატჩით გაიხსნა. შეხვედრა სანახაბრივი გამოდგა და ევროპელთა გამარჯვებით დასრულდა – 3:1.

 

ნიდერლანდების ნაკრებმა ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად ჩაატარა. ორი მატჩი მოიგო (კატართან და სენეგალთან), ეკვადორთან კი ფრე ითამაშა. თუმცა ამ გუნდის რეალური ძალა ჯგუფში არ გამოჩენილა.

მერვედფინალში უკეთესი ნიდერლანდები ვიხილეთ – გუნდმა უმთავრესად მაღალი კლასის ხარჯზე თამაში ტაქტიკურად ისე წარმართა, რომ გამარჯვება ეჭვქვეშ არ დამდგარა.

მემფის დეპაიმ მე-10 წუთზე გახსნა ანგარიში. სწორედ ამ გოლმა განაპირობა თამაშის სურათი – ამერიკის ნაკრებმა ბევრი იბრძოლა, ევროპელებს არაერთ სტატისტიკურ კომპონენტში აჯობა, მაგრამ დინჯად მოთამაშე ნიდერლანდელებს ვერაფერი დააკლო.

დეპაის გოლი სხვა მხრივაც იყო აღსანიშნავი: ეს გახლდათ „ბარსელონას“ ფეხბურთელების მიერ გატანილი მე-80 გოლი მსოფლიო ჩემპიონატებზე. ამ მაჩვენებლით კატალონიელებმა მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელებს გადაასწრეს, რომლებსაც 79 გოლი აქვთ. ბაიერნელების ანგარიშზე კი 75 გოლია.

მეორე ტაიმში ამერიკის ნაკრებმა კიდევ უფრო მოუმატა, შეტევებიც გამწვავდა, მაგრამ ერთ გოლზე მეტი ვერ გაიტანა. თუმცა ეს იყო იშვიათი სილამაზის გოლი: 76-ე წუთზე რაითმა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს ფეხი ისე დაუხვერდა, თავადაც თავზე გადაევლო, მეკარესაც და კარში ჩაეშვა. ეს იყო მსოფლიო ჩემპიონატების ერთ-ერთი ყველაზე უცნაური და ყატარის მუნდიალის ერთ-ერთი საუკეთესო გოლი.

ნიდერლანდები 1/4 ფინალს 9 დეკემბერს ითამაშებს. მისი მეტოქე არგენტინა-ავსტრალიას შორის გამარჯვებული იქნება.

 

1/8 ფინალი
03.12.2022 19:00 ნიდერლანდები – აშშ 3:1
03.12.2022 23:00 არგენტინა – ავსტრალია 2:1
04.12.2022 19:00 საფრანგეთი – პოლონეთი :
04.12.2022 23:00 ინგლისი – სენეგალი :
05.12.2022 19:00 იაპონია – ხორვატია :
05.12.2022 23:00 ბრაზილია – სამხრეთ კორეა :
06.12.2022 19:00 მაროკო – ესპანეთი :
06.12.2022 23:00 პორტუგალია – შვეიცარია :

 

1/4 ფინალი
09.12.2022 19:00 E1/F2 – G1/H2 :
09.12.2022 23:00 ნიდერლანდები – არგენტინა :
10.12.2022 19:00 F1/E2 – H1/G2 :
04.12.2022 23:00 D1/C2 – B1/A2 :

 

1/2 ფინალი
13.12.2022 23:00 E1-F2/G1-H2 – A1-B2/C1-D2 :
14.12.2022 23:00 F1-E2/H1-G2 – D1-C2/B1-A2 :

 

მატჩი მესამე ადგილისათვის
17.12.2022 19:00 :
ფინალი
18.12.2022 19:00 :