კატარი 2022 | ოფიციალურად - ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT
კატარი 2022 | ოფიციალურად - ფერნანდუ სანტუშმა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა #1TVSPORT

პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალურად გამოაცხადა ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფერნანდუ სანტუშის წასვლის შესახებ.

68 წლის სანტუში პორტუგალიის ნაკრებს 2014 წლიდან წვრთნიდა. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2016 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა 2018-2019 წლების სეზონში.

კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიამ მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ მაროკოს ნაკრებთან დამარცხდა.

ახლა პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაცია ახალი მწვრთნელის ძიების პროცესს იწყებს.