კატარი 2022 | ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს სამხრეთ კორეასთან მატჩისთვის დაუბრუნდება #1TVSPORT
კატარი 2022 | ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებს სამხრეთ კორეასთან მატჩისთვის დაუბრუნდება #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელი ნეიმარი, სავარაუდოდ, მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში სამხრეთ კორეასთან მატჩში ითამაშებს. პრესსამსახურმა გამოაქვეყნა ვიდეო ნაკრების შაბათის საწვრთნელი პროცესიდან, სადაც ჩანს, რომ ნეიმარი საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს.

შეგახსენებთ, რომ 30 წლის თავდამსხმელმა ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში სერბეთის ნაკრებთან (2:0) მარჯვენა ტერფის ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დარჩენილი მატჩები გამოტოვა.

ბრაზილია-სამხრეთ კორეის შეხვედრა 5 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.