კატარი 2022 | ნებისმიერმა მოთამაშემ გუნდისადმი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს - კამერუნის მწვრთნელმა ონანას ნაკრებიდან გარიცხვაზე ისაუბრა #1TVSPORT
კატარი 2022 | ნებისმიერმა მოთამაშემ გუნდისადმი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს - კამერუნის მწვრთნელმა ონანას ნაკრებიდან გარიცხვაზე ისაუბრა #1TVSPORT

კამერუნის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რიგობერ სონგმა ნაკრებიდან მეკარის, ანდრე ონანას გარიცხვის თაობაზე კომენტარი გააკეთა. გავრცელებული ინფორმაციით, ონანა გუნდიდან მწვრთნელთან კონფლიქტის გამო დაითხოვეს.

„ის ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, მაგრამ გუნდის ინტერესები პირად პრობლემებზე წინ უნდა დავაყენო. ონანა ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო მეკარეა, მაგრამ ნებისმიერმა მოთამაშემ გუნდისადმი პატივისცემა უნდა გამოიჩინოს, ხოლო ამ გადაწყვეტილებიდან სწორი დასკვნები გამოიტანოს.

ვიცი, რომ გავრისკე, მაგრამ მე ამ ფეხბურთელებისთვის მამასავით ვარ და პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე უნდა ამეღო. ჩემი გადაწყვეტილების გამო ბოდიშის მოხდას არ ვაპირებ,“ – განაცხადა კამერუნის ნაკრების მწვრთნელმა.