კატარი 2022 | მუნდიალის გადამწყვეტ მატჩებში „ადიდასის“ ახალ ბურთს გამოიყენებენ #1TVSPORT
კატარი 2022 | მუნდიალის გადამწყვეტ მატჩებში „ადიდასის“ ახალ ბურთს გამოიყენებენ #1TVSPORT

კატარის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დამზადებულმა ბურთმა „ალ რიჰლამ“ თავისი საქმე შეასრულა, ერთგულად ემსახურა მსოფლიო ჩემპიონატს 60 მატჩში, მაგრამ დასკვნით 4 შეხვედრაში ახალ ბურთს – „ალ ჰილმის“ გამოიყენებენ.

ახალ ბურთს აქვს სპეციალური სენსორები, რომლებიც ბევრად უფრო მგრძნობიარეა, რაც საშუალებას მისცემს არბიტრებს შემცირდეს საეჭვო და საკამათო ვითარებებში მომენტის გადამოწმების დრო და მათი გადაწყვეტილებები უფრო ზუსტი იყოს.

„ბურთის დიზაინი და „ადიდასის“ ტექნოლოგიური პროგრესის უახლესი ნიმუში წარმოდგენილი იყო „ალ რიჰლაში“. ის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში დაეხმარა მსაჯებს, გადაწყვეტილებების უფრო სწრაფად და სწორად მიღებაში“ – ნათქვამია ფიფას განცხადებაში.

„ალ ჰილმის“ პირველად 13 დეკემბერს, არგენტინისა და ხორვატიის ნახევარფინალში გამოიყენებენ. ასევე ამ ბურთით ითამაშებენ მეორე ნახევარფინალში (მაროკო-საფრანგეთი) ფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩში.