კატარი 2022 | მტკივნეული იყო გულდაწყვეტილი მბაპეს დანახვა - ემანუელ მაკრონმა გაამხილა, რაზე ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს #1TVSPORT
კატარი 2022 | მტკივნეული იყო გულდაწყვეტილი მბაპეს დანახვა - ემანუელ მაკრონმა გაამხილა, რაზე ესაუბრა საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელს #1TVSPORT

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ​მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში არგენტინასთან დამარცხების (3:3, 2:4 პენალტების სერიაში) შემდეგ, RMC Sport-თან კომენტარი გააკეთა და განაცხდა, რომ მოედანზე საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელის კილიან მბაპეს გასამხნევებლად ჩავიდა​.

„მტკივნეული იყო გულდაწყვეტილი მბაპეს დანახვა. ვამაყობთ მისით და მთლიანად ჩვენი ნაკრებით. კილიანი ძალიან კარგი ფეხბურთელია. მე ის გავამხნევე და ვუთხარი, რომ ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ერთხელ უკვე მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი, ახლა ფინალში ითამაშა და ამ ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა“, – განაცხადა მაკრონმა RMC Sport-თან საუბრის დროს.

არგენტინის ნაკრები მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. სამხრეთამერიკელებმა ტიტული 1978 და 1986 წლებში მოიპოვეს. კატარის მუნდიალის ფინალში არგენტინამ ორგზის მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთის ნაკრები (1998, 2018) პენალტების სერიაში დაამარცხა.