კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ მესი აღიარეს #1TVSPORT
კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ მესი აღიარეს #1TVSPORT

ლიონელ მესი მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშეა – ასეთია ფიფა-ს გადაწყვეტილება კატარში დასრულებული ტურნირის შემდეგ.

ფიფა-მ საუკეთესო მაკარე და ბომბარდირიც დააჯილდოვა. შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ კატარში 7 გოლი გაიტანა, მათ შორის 2 გოლი ფინალში საფრანგეთთან მოგებულ მატჩში (3:3, პენალტების სერიაში 4:2) და სამი საგოლე გადაცემა შეასრულა.

საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი – ენცო ფერნანდესი, არგენტინა

მეკარე – ემილიანო მარტინესი, არგენტინა

ბომბარდირი – კილიან მბაპე – 8 გოლი, საფრანგეთი

საუკეთესო ფეხბურთელი – ლიონელ მესი