კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის ფინალზე პოლონელი მსაჯი იმუშავებს #1TVSPORT

23:09, 15.12.2022

არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებთა ფინალურ მატჩზე მთავარ არბიტრად პოლონელი შიმონ მარჩინიაკი დაინიშნა, – გამოაცხადა პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციამ.

41 წლის მარჩინიაკის ასისტენტები იქნებიან მისი თანამემამულეები – პაველ სოკოლნიცკი და ტომაშ ლისტკევიჩი.

VAR-ის სისტემაზე პასუხისმგებელი იქნება პოლონელი ტომაშ კვიატკოვსკი.

მარჩინიაკმა აქამდე იმსაჯა ჯგუფური ეტაპის მატჩი საფრანგეთსა და დანიას შორის და არგენტინისა და ავსტრალიის მერვედფინალი.

ფინალური მატჩი 18 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

მსგავსი