კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ბევრად მეტი არგენტინელი დაესწრება, ვიდრე ფრანგი #1TVSPORT
კატარი 2022 | მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს ბევრად მეტი არგენტინელი დაესწრება, ვიდრე ფრანგი #1TVSPORT

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალს საფრანგეთისა და არგენტინის ნაკრებებს შორის ბევრად მეტი სამხრეთამერიკელი გულშემატკივარი დაესწრება, ვიდრე ფრანგი – ინფორმაციას L’Equipe-ი ავრცელებს.

ფრანგული გამოცემის მტკიცებით, კატარში მიმდინარე მუნდიალის გადამწყვეტ მატჩს 50 000-მდე არგენტინელი გულშემატკივარი დაესწრება, ხოლო ფრანგი ფანების რაოდენობა 6000-მდე იქნება.

შეხვედრა ლუსაილის სტადიონზე გაიმართება, რომელიც საგანგებოდ მსოფლიო ჩემპიონატისთვის ააშენეს და 88 969 მაყურებელს იტევს. ქალაქი დოჰადან ჩრდილოეთით 20 კილომეტრში მდებარეობს.

ლუსაილი“ მსოფლიოს ჩემპიონატის ყველაზე ტევადი არენაა, რომელმაც ტურნირზე უკვე ცხრა მატჩს უმასპინძლა, ფინალი კი ამ სტადიონზე ჩატარებული მეათე თამაში იქნება. მის მშენებლობაზე 700 მილიონი ევრო დაიხარჯა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი არგენტინისა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის 18 დეკემბერს გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 19:00 საათზე დაწყება. შეხვედრის ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.