კატარი 2022 | მოურინიოს პორტუგალიის ნაკრებში მუშაობა აინტერესებს #1TVSPORT

08:15, 17.12.2022

გრძელდება მოლაპარაკებები ჟოზე მოურინიოს პორტუგალიის მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ.

პორტუგალიელი სპეციალისტის აგენტი ჟორჟე მენდეში ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ფერნანდო გომეშს შეხვდა. მხარეებმა განიხილეს მწვრთნელისთვის შეთავაზებული წინადადება, – იტყობინება გამოცემა Corriere dello Sport-ი.

წერენ, რომ მოურინიო, რომელიც „რომას“ მთავარი მწვრთნელია, სერიოზულად განიხილავს პორტუგალიის ნაკრებში მწვრთნელობის პერსპექტივას.

ადრე აღნიშნავდნენ, რომ „რომა“ პოსტების შეთავსებაზე უარს ამბობს.

მსგავსი