კატარი 2022 | მორატამ გერმანიასთან მატჩი შეაფასა - ორივე გუნდს შეგვიძლია ნახევარფინალსა და ფინალში თამაში
კატარი 2022 | მორატამ გერმანიასთან მატჩი შეაფასა - ორივე გუნდს შეგვიძლია ნახევარფინალსა და ფინალში თამაში

ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელმა ალვარო მორატამ, რომელიც გერმანიასთან მატჩის (1:1) საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა, თამაშის შესახებ კომენტარი გააკეთა.

„სათადარიგოთა სკამზე ყოფნისას ისეთი განწყობა გვაქვს, რომ მოედანზე გასვლის შემდეგ ჩვენი წვლილი შევიტანოთ თამაშში და გავლენა მოვახდინოთ შედეგზე. გერმანიასთან მძიმე მატჩი გვქონდა, რადგან საოცარი გუნდია და ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. ჩვენც და გერმანელებსაც შეგვწევს ძალა, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში და ფინალში ვითამაშოთ“ – განაცხადა მორატამ BBC-თან საუბრის დროს.

ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთი იაპონიას შეხვდება. მორატამ ამის შესახებაც ისაუბრა: „იაპონია ძლიერი გუნდია. ბევრს დარბიან და ტაქტიკურადაც განსწავლულები არიან. ეს კიდევ ერთი რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მსოფლიო ჩემპიონატზე ვართ, სადაც იოლი თამაში არ არსებობს“.