კატარი 2022 | მოდრიჩმა განაცხადა, რომ გააგრძელებს გამოსვლას ხორვატიის ნაკრებში #1TVSPORT
კატარი 2022 | მოდრიჩმა განაცხადა, რომ გააგრძელებს გამოსვლას ხორვატიის ნაკრებში #1TVSPORT

ხორვატიის ნაკრების კაპიტანმა, ლუკა მოდრიჩმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი მესამე ადგილისთვის არ იყო მისი ბოლო გამოსვლა ეროვნულ გუნდში.

„მე გავაგრძელებ თამაშს ხორვატიის ნაკრებში ერთა ლიგაზე. ამის შემდეგ ვნახავ, რა მოხდება“, – განაცხადა 37 წლის მოდრიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ხორვატია გასულია ერთა ლიგის „ოთხთა ფინალში“, რომელიც 2023 წლის ივნისში ნიდერლანდებში გაიმართება. ტიტულს გაითამაშებენ ხორვატია, იტალია, ნიდერლანდები და ესპანეთი.