კატარი 2022 | მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლებით მარადონასა და კრიშტიანო რონალდოს გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | მესიმ მსოფლიო ჩემპიონატზე გატანილი გოლებით მარადონასა და კრიშტიანო რონალდოს გადაასწრო [ვიდეო] #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების კაპიტანმა ლიონელ მესიმ ავსტრალიასთან მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ანგარიში გახსნა. 35 წლის თავდამსხმელმა მსოფლიო ჩემპიონატზე 23-ე თამაშში მე-9 გოლი გაიტანა, ამ მაჩვენებლით გადაასწრო თანამემამულე დიეგო მარადონას (8 გოლი 21 მატჩში) და პორტუგალიელ კრიშტიანო რონალდოს (8 გოლი 18 მატჩში).

მუნდიალზე ასევე 9 გოლი აქვთ გატანილი უვე ზეელერს, კარლ-ჰაინც რუმენიგეს (გერმანია), რობერტო ბაჯოს, პაოლო როსის, კრისტიან ვიერის (იტალია), ჟაირზინიოს, ვავას (ბრაზილია), დავიდ ვილიას (ესპანეთი) და ეუსებიოს (პორტუგალია).

შეგახსენებთ, რომ ავსტრალიასთან მატჩი ლიონელ მესისთვის კარიერაში მე-1000 იყო.