კატარი 2022 | მესი თუ მბაპე – ნეიმარმა თქვა, ვის გულშემატკივრობს მსოფლიო ჩემპიონატზე #1TVSPORT

14:07, 16.12.2022

მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან თანაგუნდელები „პარი სენ-ჟერმენიდან“ – ლიონელ მესი და კილიან მბაპე. პარიზული კლუბის ვარსკვლავური ტრიოს მესამე წარმომადგენელი ნეიმარი ტურნირს მეოთხედფინალიდან გამოეთიშა.

ამის შემდეგ 30 წლის ბრაზილიელს ჰკითხეს, – უფიქრია თუ არა მას პსჟ-ში თავის პარტნიორებზე და, მისი აზრით, ვინ მოიგებს ტურნირს?

ნეიმარმა მიანიშნა, რომ მას არ აინტერესებს, ვინ მოიგებს მსოფლიოს თასს.

„დღეს რთულია ამაზე ლაპარაკი. მე საკუთარ თავს ვგულშემატკივრობდი“, – განაცხადა ბრაზილიელმა ვარსკვლავმა.

მსგავსი