კატარი 2022 | მე-3 ტურის წინ – რა არის საჭირო პლეი ოფში გასასვლელად (E ჯგუფი) #1TVSPORT
AL KHOR, QATAR - NOVEMBER 27: Nico Williams of Spain and Leon Goretzka of Germany compete for the ball during the FIFA World Cup Qatar 2022 Group E match between Spain and Germany at Al Bayt Stadium on November 27, 2022 in Al Khor, Qatar. (Photo by Julian Finney/Getty Images)
იაპონია-ესპანეთი (23:00)
კოსტა რიკა-გერმანია (23:00)
| თ | მ | ფ | წ | ბ | ქ | |
| 1. ესპანეთი | 2 | 1 | 1 | 0 | 8-1 | 4 |
| 2. იაპონია | 2 | 1 | 0 | 1 | 2-2 | 3 |
| 3. კოსტა რიკა | 2 | 1 | 0 | 1 | 1-7 | 3 |
| 4. გერმანია | 2 | 0 | 1 | 1 | 2-3 | 1 |
* ესპანეთი გავა პლეი ოფში, თუ არ წააგებს ან პარალელურ მატჩში იქნება ფრე. თუ ესპანეთი წააგებს, ხოლო მეორე მატჩში გერმანია მოიგებს, მაგრამ არა დიდი ანგარიშით, ესპანელები ასევე აღმოჩნდებიან მერვედფინალში.
* იაპონიას სჭირდება ესპანეთის დამარცხება; ან ფრეც ეყოფა თუ: 1. კოსტა რიკა ვერ მოიგებს; 2. გერმანია ვერ მოიგებს ორი (ან მეტი) ბურთის სხვაობით და ვერ გაიტანს უფრო მეტს, ვიდრე თავად იაპონია.
* კოსტა რიკა გავა მერვედფინალში, თუ მოუგებს გერმანიას ან ფრედ ითამაშებს, ხოლო ესპანეთი მოუგებს იაპონიას.
* გერმანიას აუცილებლად მოგება ესაჭიროება და იმედი უნდა ჰქონდეს, რომ იაპონია ვერ მოუგებს ესპანეთს. თუ გერმანია კოსტა რიკას რვა ბურთით დაამარცხებს, ნებისმიერ შემთხვევაში აღმოჩნდება პლეი ოფში.