კატარი 2022 | მარსელინო ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია #1TVSPORT
კატარი 2022 | მარსელინო ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მთავარი პრეტენდენტია #1TVSPORT

მარსელინო გარსია ტორალი მთავარ პრეტენდენტად მიიჩნევა ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე, თუ ამჟამინდელი დამრიგებელი ლუის ენრიკე დატოვებს თანამდებობას. ამის შესახებ წერს გამოცემა Football Espana.

52 წლის ლუის ენრიკეს კონტრაქტის მოქმედების ვადა 2022 წლის 31 დეკემბერს იწურება. ესპანეთის ნაკრებმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მერვედფინალურ ეტაპზე წააგო პენალტების სერიაში მაროკოს ნაკრებთან.

ლუის ენრიკეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტთან, ლუის რუბიალესთან, მაგრამ სპეციალისტმა შეიძლება დატოვოს თანამდებობა და საკლუბო ფეხბურთში გადაინაცვლოს.

57 წლის მარსელინო დღეისთვის უმუშევარია. მისი ბოლო სამუშაო ადგილი იყო „ბილბაო“, მანამდე კი სათავეში ედგა „ვალენსიას“, „ვილიარეალსა“ და „სევილიას“.