კატარი 2022 | მაროკოს ნაკრების მწვრთნელი - მიხარია, რომ საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით #1TVSPORT
კატარი 2022 | მაროკოს ნაკრების მწვრთნელი - მიხარია, რომ საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით #1TVSPORT

მაროკოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვალიდ რეგრაგიმ გუნდს 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე მეოთხე ადგილზე გასვლა მიულოცა.

აფრიკული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილისთვის მატჩში ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.

„ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, მათ ბოლო წუთამდე ყველაფერი გაიღეს. ამ მსოფლიო ჩემპიონატიდან ბევრი რამ ვისწავლეთ და 4 წლის შემდეგ უფრო ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ახლა მაროკოში ძალიან ბედნიერები გველოდებიან. მოხარული ვართ, რომ მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულში მოვხვდით.

ხორვატიის ნაკრებს ბოლო წამამდე არაფერი დავუთმეთ. ვულოცავ ხორვატიას, დაიმსახურეს მესამე ადგილი, მათ ჩვენზე მეტი გამოცდილება აქვთ, მაგრამ ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას“, – ციტირებს მწვრთნელის სიტყვებს გამოცემა Onze Mondial-ი.

მაროკოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ისტორიაში პირველი აფრიკული გუნდი გახდა, რომელმაც ტურნირის ნახევარფინალში გასვლა მოახერხა. მანამდე ამ კონტინენტის გუნდების საუკეთესო შედეგი მეოთხედფინალი იყო.