კატარი 2022 | მადლიერების ნიშნად - მერვედფინალში მოგების შემდეგ ლუი ვან გაალი პრესკონფერენციაზე დუმფრისს გადაეხვია #1TVSPORT
კატარი 2022 | მადლიერების ნიშნად - მერვედფინალში მოგების შემდეგ ლუი ვან გაალი პრესკონფერენციაზე დუმფრისს გადაეხვია #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატის მერვედფინალურ მატჩში აშშ-ის ნაკრების დამარცხების შემდეგ (3:1) ნიდერლანდების ნაკრების მთავარი მწვრთნელი ლუი ვან გაალი პრესკონფერენციაზე, მადლიერების ნიშნად, ნაკრების მცველს, დენზელ დუმფრისს (რომელმაც ამ მატჩში ორი საგოლე გადაცემა გააკეთა და გოლი გაიტანა) გადაეხვია და გადაკოცნა.

„გუშინ, თამაშის წინ მას გადავეხვიე და ამის გაკეთებას მომდევნო თამაშებშიც ვაპირებ”, – ციტირებს Sky Sports-ი ნიდერლანდების მწვრთნელის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ აშშ-სთან მერვედფინალური მატჩის მე-10 წუთზე, დენზელ დუმფრისის პასის შემდეგ მემფის დეპაიმ ანგარიში გახსნა. მატჩის ბოლოს კი დუმფრისმა თავად გაიტანა და შეხვედრის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. ნიდერლანდების ნაკრები მეოთხედფინალში არგენტინის ნაკრებს დაუპირისპირდება.