კატარი 2022 | ლიონელ სკალონი - ნიდერლანდების ეს ნაკრები ლამაზად არ თამაშობს, მაგრამ სხვა ძლიერი მხარეები აქვს #1TVSPORT
კატარი 2022 | ლიონელ სკალონი - ნიდერლანდების ეს ნაკრები ლამაზად არ თამაშობს, მაგრამ სხვა ძლიერი მხარეები აქვს #1TVSPORT

არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ ნიდერლანდებთან მეოთხედფინალურ დაპირისპირებაზე ილაპარაკა.

„დეპორტივოში“ ახალგაზრდა მოთამაშე ვიყავი, როცა ვან გაალი „ბარსელონას“ ავარჯიშებდა. ის გამოჩენილი მწვრთნელია, ბევრმა სხვა სპეციალისტმა უნდა გადაიღოს მისგან რაღაც. ჩემთვის სასიამოვნო იქნება მსოფლიო ჩემპიონატზე მასთან შეხვედრა.

ჩვენ ვუყურეთ ნიდერლანდებისა და აშშ-ს მატჩს. შესაძლოა, ისინი არ თამაშობენ ისეთ ლამაზ ფეხბურთს, როგორიც წინა ნიდერლანდურ გუნდებს ჰქონდათ, მაგრამ მათ სხვა ძლიერი მხარეები აქვთ, რის გამოყენებასაც შეეცდებიან.

ეს იქნება ლამაზი თამაში ორ ისტორიულ ნაკრებს შორის და, სამწუხაროდ, ერთ-ერთი გუნდი ტურნირს დატოვებს“, – განაცხადა სკალონიმ.

ნიდერლანდებისა და არგენტინის მერვედფინალი 9 დეკემბერს გაიმართება და თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.