კატარი 2022 | კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელით უკმაყოფილოა #1TVSPORT
კატარი 2022 | კრიშტიანო რონალდო პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელით უკმაყოფილოა #1TVSPORT

კრიშტიანო რონალდო უკმაყოფილოა პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელით ფერნანდო სანტუშით. როგორც გაზეთი Correio da Manhã წერს, პორტუგალიელთა ფორვარდი მიიჩნევს, რომ ის ძალიან ადრე გაჰყავთ მოედნიდან. რონალდო ჯგუფური ეტაპის სამივე მატჩში შეცვალეს – განასთან (3:2) 88-ე წუთზე, ურუგვაისთან (2:0) – 82-ე წუთზე და კორეასთან (1:2) – 65-ე წუთზე.

აღნიშნავენ, რომ სანტუში მუდმივად იცავს რონალდოს ინტერესებს ყველანაირი კამათის დროს, პორტუგალიის ფეხბურთის ფედერაციაში არ სურთ ყურადღება მიაქციონ რონალდოს უკმაყოფილებას. ფედერაციასთან დაახლოებულმა წყარომ განაცხადა: „ფინალში გასასვლელად სამი მატჩია დარჩენილი! კონცენტრირებული უნდა ვიყოთ მხოლოდ მატჩებზე და არ უნდა დავუშვათ კონფლიქტის პროვოცირება“.

რონალდოს ემოციური რეაქცია ჰქონდა კორეასთან მატჩში შეცვლაზე. შეხვედრის ტრანლიაციისას გამოჩნდა, რომ ის რაღაცას უყვიროდა სანტუშს. მატჩს შემდეგ მწვრთნელმაც და ფორვარდმაც განაცხადეს, რომ რონალდოს ემოციური რეაქცია გამოწვეული იყო მეტოქის ერთ-ერთი ფეხბურთელის საქციელით.