კატარი 2022 | ის არ დარბის, თავს არ იცავს - პორტუგალიელმა ჟურნალისტმა რონალდო ტომარას შეადარა #1TVSPORT
კატარი 2022 | ის არ დარბის, თავს არ იცავს - პორტუგალიელმა ჟურნალისტმა რონალდო ტომარას შეადარა #1TVSPORT

გამოცემა Record Sports Daily-ის პორტუგალიელმა ჟურნალისტმა, ფლავიო მიკელ სილვამ კომენტარი გააკეთა მერვედფინალში პორტუგალიის ნაკრების შვეიცარიათან მოგების (6:1) თაობაზე და მკვეთრად უარყოფითი აზრი დააფიქსირა ფორვარდ კრიშტიანო რონალდოზე, რომელიც შეცვლაზე შევიდა მოედანზე.

„ყველა შოკშია! არავინ ელოდა ასეთ შედეგს პორტუგალიისგან. შვეიცარიამ დიდი მატჩი ჩაატარა ბრაზილიის წინააღმდეგ, ჩვენ კი მათთან ბოლო შეხვედრა 0:1 წავაგეთ. გონსალო რამოშის ეს საოცარი გოლი, რომლითაც ანგარიში 1:0 გახდა, ამ მატჩის საბოლოო შედეგის გვირგვინად იქცა. ყველანი ბედნიერები იყვნენ, რადგან გუნდურ ფეხბურთს თამაშობდნენ, როგორც ერთი მთლიანობა, მოთამაშის გარეშე, რომელიც მხოლოდ თავის ინდივიდუალურ რეკორდებს ანიჭებს უპირატესობას.

პორტუგალიამ კარგად ითამაშა, რამოშმა ჰეთთრიკი შეასრულა, მაგრამ რატომღაც არავინ შეიმჩნია, რომ ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, ვინც მსოფლიო ჩემპიონატის პლეი ოფის ერთ მატჩში სამი გოლი გაიტანა… პელეს შემდეგ. ყველა რონალდოზე ლაპარაკობს. აი, შეხედეთ: ესაა მთავარი განსხვავება იმ პორტუგალიის ნაკრებისგან, რომელშიც თამაშობს რონალდო, რომელიც ტომარასავითაა, თავს არ იცავს და არ დარბის. ის სხვა გუნდში თამაშობს, არა იმაში, რომელიც შვეიცარიასთან ვნახეთ“, – განაცხადა სილვამ.