კატარი 2022 | განის ნაკრებმა სამხრეთ კორეას მოუგო და პლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | განის ნაკრებმა სამხრეთ კორეას მოუგო და პლეი ოფში გასვლის შანსი დაიტოვა [ვიდეო] #1TVSPORT

H ჯგუფში, მეორე ტურში ერთმანეთს განისა და სამხრეთ კორეის ნაკრებები დაუპირისპირდნენ. წაგების შემთხვევაში განის ნაკრები პლეი ოფში გასვლის შანსს კარგავდა. აფრიკული გუნდი პირველ ტურში პორტუგალიასთან დამარცხდა. სამხრეთ კორეას კი განასთან მატჩამდე ერთი ქულა ჰქონდა (ფრე ურუგვაისთან).

 

 

განამ თამაში აქტიურად დაიწყო, პირველ ტაიმში ორი გოლის გატანაც მოახერხა და შესვენებაზე კომფორტული უპირატესობით გავიდა.

ისევე როგორც კამერუნისა და სერბეთის შეხვედრა, მეორე ტაიმი ამ მატჩშიც საკმაოდ სანახაობრივი და  უხვგოლიანი გამოდგა.

შესვენების შემდეგ უკვე კორეელებმა შეუტიეს და 58-ე წუთზე გუე-სუნ ჩომ სხვაობის შემცირება მოახერხა, სამ წუთში კი მანვე დუბლი შეასრულა — 2:2.

68-ე წუთზე განის ნაკრებმა ფლანგიდან კარგი შეტევა წამოიწო, რომელიც კუდუსის გოლით დასრულდა და განის ნაკრები კიდევ ერთხელ დაწინაურდა.

კორეელები გოლის შემდეგ მთელი ძალებით შეტევაში წავიდნენ და რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნეს, აფრიკელები რამდენჯერმე მეკარემ გადაარჩინა, ერთ ეპიზოდში კი მცველმა ცარიელი კარიდან გამოიტანა ბურთი.

საბოლოოდ, განამ მოახერხა თამაშის გამარჯვებამდე მიყვანა და ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნა.

მსაჯმა მატჩი მაშინ დაასრულა, როცა სამხრეთ კორეა კუთხურის ჩასაწოდებლად ემზადებოდა. ამან აზიელთა მთავარი მწვრთნელის, პაოლო ბენტოს მძაფრი რეაქცია გამოიწვია და არბიტრმა მას წითელი ბარათი უჩვენა.

H ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 24.11.2022 17:00 ურუგვაი-სამხრეთ კორეა 0:0
I ტური 24.11.2022 20:00 პორტუგალია-განა 3:2
II ტური 28.11.2022 17:00 სამხრეთ კორეა-განა 2:3
II ტური 28.11.2022 23:00 პორტუგალია-ურუგვაი :
III ტური 02.12.2022 19:00 განა-ურუგვაი :
III ტური 02.12.2022 19:00 სამხრეთ კორეა-პორტუგალია :

 

H ჯგუფი
1 პორტუგალია 1 1 0 0 3-2 3
2 განა 2 1 0 1 5-5 3
3 ურუგვაი 1 0 1 0 0-0 1
4 სამხრეთ კორეა 2 0 1 1 2-3 1