კატარი 2022 | ფრანგი ჟურნალისტი - კამერუნისა და განას ფედერაციები ფეხბურთელებისგან ქრთამს იღებდნენ #1TVSPORT
კატარი 2022 | ფრანგი ჟურნალისტი - კამერუნისა და განას ფედერაციები ფეხბურთელებისგან ქრთამს იღებდნენ #1TVSPORT

ფრანგმა ჟურნალისტმა, რომენ მოლინამ კორუფციაში დაადანაშაულა კამერუნისა და განას ფეხბურთის ფედერაციები.

თავის YouTube არხზე მოლინამ განაცხადა, რომ ორივე ფედერაცია ქრთამს იღებდა ზოგიერთი მოთამაშისგან მსოფლიოს ჩემპიონატის განაცხადში მოხვედრის სანაცვლოდ.

ჟურნალისტმა განაცხადა, რომ მოთამაშეების ერთი ნაწილი ფულს იხდიდა ნაკრების საბოლოო განაცხადში მოხვედრისთვის, მეორენი კი ქრთამს იძლეოდნენ იმისთვის, რომ მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებში მიეღოთ მონაწილეობა.

ორივე ნაკრებმა ვერ შეძლო ჯგუფური ეტაპის გადალახვა. განას ნაკრებმა H ქვეჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა, კამერუნი კი მესამე ადგილზე გავიდა G ჯგუფში.