კატარი 2022 | ფერნანდუ სანტუშს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ #1TVSPORT
კატარი 2022 | ფერნანდუ სანტუშს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დაითხოვენ #1TVSPORT

ფერნანდუ სანტუშს პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლებენ , – ამტკიცებს იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა.

ამ თანამდებობაზე მთავარ პრეტენდენტად განიხილება ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი, ამჟამად პორტუგალიის ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი რუი ჟორჟე.

იმ შემთხვევაში, თუ ამ უკანასკნელთან მოლაპარაკება არ მოხერხდა, წინ წამოიწევს ორი სპეციალისტის კანდიდატურა – ლეანდრო ჟარდიმის და ლუიშ კასტროსი.

68 წლის სანტუში პორტუგალიის ნაკრებს 2014 წლიდან წვრთნის. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 2016 წელს მოიგო ევროპის ჩემპიონატი და ერთა ლიგის გამარჯვებული გახდა 2018-19 წლების სეზონში.

კატარში მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიამ მეოთხედფინალამდე მიაღწია და იქ მაროკოს ნაკრებთან დამარცხდა.