კატარი 2022 | ფერნანდუ სანტუში – კრიშტიანო რონალდოს რეაქცია არ მომეწონა #1TVSPORT

00:18, 06.12.2022

პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდუ სანტუშმა განაცხადა, რომ არ მოეწონა კრიშტიანო რონალდოს რეაქცია, როდესაც სამხრეთ კორეასთან (2:1) მატჩის დროს ის მოედნიდან გაიყვანა.

„დიახ, ვნახე შეცვალის შემდეგ მისი რეაქციის კადრები და ძალიან არ მომეწონა. ასეთი საკითხები დახურულ კარს მიღმა წყდება, ახლა ეს თემა უკვე დახურულია“, – განაცხადა პორტუგალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა Daily Mail-თან საუბრის დროს.

პორტუგალიურმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შეცვლის შემდეგ რონალდომ მთავარი მწვრთნელის მისამართით შეურაცხმყოფელი სიტყვები გამოიყენა.

პორტუგალიის ნაკრები მსოფლიო 2022 წლის ჩემპიონატის 1/8 ფინალში გავიდა და 6 დეკემბერს შვეიცარიის ნაკრებს შეხვდება.

მსგავსი