კატარი 2022 | ესპანეთის ნაკრებში ლუის დე ლა ფუენტე დაინიშნა #1TVSPORT
კატარი 2022 | ესპანეთის ნაკრებში ლუის დე ლა ფუენტე დაინიშნა #1TVSPORT

ლუის დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრების ახალი მთავარი მწვრთნელი გახდება. ამის შესახებ ქვეყნის ფეხბურთის ფედერაცია იტყობინება.

61 წლის სპეციალისტი ადრე ავარჯიშებდა ესპანეთის იუნიორთა და ახალგაზრდულ ნაკრებებს, მოგებული აქვს ევროპის ჩემპიონატი 19-წლამდელებსა და 21-წლამდელებში, აგრეთვე 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ვერცხლი.

ახალი მწვრთნელის წარდგენა 12 დეკემბერს არის დაგეგმილი.

დე ლა ფუენტე ესპანეთის ნაკრებში ლუის ენრიკეს შეცვლის, რომლის ხელმძღვანელობითაც გუნდი მსოფლიო ჩემპიონატს მერვედფინალიდან გამოეთიშა.