კატარი 2022 | დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში ევრო 2024-მდე დარჩება #1TVSPORT
კატარი 2022 | დიდიე დეშამი საფრანგეთის ნაკრებში ევრო 2024-მდე დარჩება #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი გააგრძელებს მუშაობას ეროვნულ გუნდში მსოფლიო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ.

როგორც გაზეთი Le Parisien-ი წერს, საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ უარი თქვა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მიწვევის იდეაზე. იტყობინებიან, რომ დეშამი საფრანგეთის ნაკრებში მინიმუმ ევრო 2024-ის ბოლომდე იმუშავებს.

საფრანგეთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში ინგლისი დაამარცხა და ნახევარფინალში მაროკოს ნაკრებს შეხვდება.