კატარი 2022 | დიდიე დეშამი - საფრანგეთის ნაკრები იდეალურ მდგომარეობაშია #1TVSPORT
კატარი 2022 | დიდიე დეშამი - საფრანგეთის ნაკრები იდეალურ მდგომარეობაშია #1TVSPORT

საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა კატარში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი გუნდის პლეი ოფში გასვლაზე ისაუბრა, რაც ფრანგებმა ჯგუფური ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე მოახერხეს.

მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯგუფურ ეტაპზე მეორე გამარჯვება ​დანიასთან (2:1) მოიპოვა. სამფეროვნებიდან დუბლი თავდამსხმელმა კილიან მბაპემ შეასრულა.

„ჩვენთვის ყველაფერი იდეალურადაა, ექვსი ქულა მოვიპოვეთ და პლეი ოფში გავედით. ეს გუნდს დაამშვიდებს და უფრო თავდაჯერებულს გახდის.

ჯგუფში პირველი ადგილის დაკავების ძალიან კარგი შანსი გვაქვს, რადგან ბურთების სხვაობა ავსტრალიის ნაკრებზე ბევრად უკეთესი გვაქვს, ამიტომ იდეალურ მდგომარეობაში ვართ. ასე რომ, პირველი მიზანი მიღწეულია. ძლიერი და შეკრული გუნდი ვართ, რომელიც დიდი მიზნებისთვის იბრძვის“, – განაცხადა დეშამმა L’Équipe-სთან საუბრისას.

საფრანგეთის ნაკრები ბოლო ტურში 30 ნოემბერს ტუნისს შეხვდება. ფრანგებს პირველი ადგილის დასაკავებლად ქულაც ჰყოფნით.