კატარი 2022 | დე ლა ფუენტე - ესპანეთის ნაკრები თავისი იდეის ერთგული დარჩება, მე მომწონს მატჩებში დომინირება #1TVSPORT
კატარი 2022 | დე ლა ფუენტე - ესპანეთის ნაკრები თავისი იდეის ერთგული დარჩება, მე მომწონს მატჩებში დომინირება #1TVSPORT

ლუის დე ლა ფუენტემ, რომელიც პირველი იანვრიდან ოფიციალურად გახდება ესპანეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი, პრესკონფერენცია მოაწყო, სადაც აღნიშნა, რომ გუნდი მისი ხელმძღვანელობით არ აპირებს უარი თქვას თავის ტრადიციულ სტილზე, რომელიც მდგომარეობს ბურთის კონტროლსა და გადაცემების დიდ რაოდენობაში.

„ჩვენ ვაპირებთ, ვიყოთ მეტოქეზე უკეთესები, არ ვუღალატოთ საკუთარ იდეას. მე მომწონს დომინირება მატჩებში, ჩარბენები ღია ზონებში და მრავალმხრივი გუნდები“, – განაცხადა დე ლა ფუენტემ.

ასევე ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა შეაფასა ეროვნულ გუნდში სერხიო რამოსის დაბრუნების პერსპექტივა.

„ადრე ვმუშაობდი ასაკობრივ გუნდებში, ახლა კი თავისუფალი ვიქნები მოთამაშეების არჩევანში. მე არავისთვის ვხურავ ნაკრების კარს. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ აუცილებელია ახალგაზრდების გამოყენება, მაგრამ ვეტერანებმა ასევე ბევრი მისცეს გუნდს, ისინი აგრძელებენ უმაღლეს დონეზე თამაშს. საშვებით ნაკრებში შესვლა ნამდვილად არ იქნება.

მოხვდება თუ არა სერხიო რამოსი ნაკრებში? დიახ, ის კარგ ფორმაშია. ნებისმიერ ფეხბურთელს ხარისხიან კონდიციებში გააჩნია შანსი“, – ამბობს 61 წლის სპეციალისტი.

სერხიო რამოსი არ გამოძახეს ესპანეთის ნაკრებში მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე, რომელშიც გუნდმა მერვედფინალი დათმო მაროკოს ნაკრებთან.