კატარი 2022 | დანი კარვახალი - რიუდიგერმა იაპონიის დამარცხება მთხოვა #1TVSPORT
კატარი 2022 | დანი კარვახალი - რიუდიგერმა იაპონიის დამარცხება მთხოვა #1TVSPORT

ესპანეთის ნაკრების მცველმა, დანიელ კარვახალმა ჟურნალისტებთან საუბრისას გაამხილა, რომ „რეალში“ მისმა პარტნიორმა, გერმანიის ნაკრების მცველმა, ანტონიო რიუდიგერმა სთხოვა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ესპანეთმა იაპონია დაამარცხოს.

„რიუდიგერმა მთხოვა იაპონიის დამარცხება, მაგრამ ისედაც ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ მოსაგებად ვითამაშებთ. გვინდა, პირველ ადგილზე გავიდეთ და ყველა მატჩი მოვიგოთ. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა კარვახალმა.

ორი ტურის შემდეგ ესპანეთის ნაკრები ჯგუფის ლიდერია ოთხი ქულით, იაპონიასა და კოსტა რიკას სამ-სამი ქულა აქვთ. გერმანია ერთი ქულით აუტსაიდერია. პლეი ოფში გასასვლელად გერმანიას აუცილებლად მოგება სჭირდება კოსტა რიკასთან და ამასთან, მისი ბედი ესპანეთსა და იაპონიას შორის პარალელურ მატჩზეა დამოკიდებული.