კატარი 2022 | ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ სამხრეთ კორეის ერთი მატჩი აჩვენა #1TVSPORT
კატარი 2022 | ჩრდილოეთ კორეის ტელევიზიამ სამხრეთ კორეის ერთი მატჩი აჩვენა #1TVSPORT

კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკის სახელმწიფო ტელევიზიამ სამხრეთ კორეის ერთადერთი მატჩი აჩვენა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან, – წერს ინტერნეტ-გამოცემა NK News-ი.

კერძოდ, კორეის ცენტრალურმა ტელევიზიამ ოთხშაბათს გადასცა მერვედფინალური მატჩი, რომელშიც ბრაზილიამ 4:1 მოუგო სამხრეთ კორეას. თავად შეხვედრა ორშაბათს გაიმართა.

მატჩის წინ ჩამოთვალეს სამხრეთკორეელი ფეხბურთელების სახელები, არადა, კორეის სახალხო-დემოკრატიულ რესპუბლიკაში, ჩვეულებრივ, უარს აცხადებენ იმ მატჩების ტრანსლიაციებზე, რომელშიც თუნდაც ერთი სამხრეთკორეელი ფეხბურთელი თამაშობს.

აღნიშნავენ, რომ კორეის ცენტრალური ტელევიზია მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების დიდ ნაწილს ერთ ან ორი დღის დაგვიანებით აჩვენებდა, მათ შორის ეთერში იყო მატჩები აშშ-სა და იაპონიის მონაწილეობით.