კატარი 2022 | ბუნუ პირველი აფრიკელი მეკარეა, რომელსაც მუნდიალის სამ თამაშში გოლი არ გაუშვია #1TVSPORT
კატარი 2022 | ბუნუ პირველი აფრიკელი მეკარეა, რომელსაც მუნდიალის სამ თამაშში გოლი არ გაუშვია #1TVSPORT

მაროკომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხედფინალში პორტუგალია (1:0) დაამარცხა და ტურნირის ნახევარფინალში გავიდა.

მაროკოელი მეკარე იასინ ბუნუსთვის ეს მაროკოს ნაკრებში 50-ე თამაში იყო, ამ ტურნირზე კი მესამე მატჩი, რომელშიც გოლი არ გაუშვა. Opta Sports-ის ცნობით, „სევილიას“ კარის დარაჯი პირველი აფრიკელი მეკარე გახდა ტურნირის ისტორიაში, რომელმაც ერთ მსოფლიო ჩემპიონატზე კარის „მშრალად“ შენახვა სამჯერ მოახერხა.

აღსანიშნავია, რომ მაროკოს ამ ტურნირზე გოლი 4 თამაშში არ გაუშვია, მაგრამ ბელგიასთან (2:0) მატჩის წინ ბუნუ შეუძლოდ გახდა და აფრიკელთა კარი მეორე მეკარე მუნირმა დაიცვა.

2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში მაროკო საფრანგეთის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც მეოთხედფინალში ინგლისი 2:1 დაამარცხა.