კატარი 2022 | ბრაზილიამ შვეიცარიას მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT
კატარი 2022 | ბრაზილიამ შვეიცარიას მოუგო და პლეი ოფის საგზური მოიპოვა [ვიდეო] #1TVSPORT

G ჯგუფში ერთმანეთს ლიდერები, ბრაზილიისა და შვეიცარიის ნაკრებები შეხვდნენ. ამ წყვილში გამარჯვებული, ფაქტობრივად, ინაღდებდა პლეი ოფის საგზურს. სამხრეთამერიკელები მატჩს დანაკლისით შეხვდნენ — პირველ ტურში სერბეთთან მიღებული ტრავმის გამო გუნდს ნეიმარი ვერ ეხმარებოდა.

 

 

 

პირველი ტაიმი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა, უფრო მეტად, როგორც მოსალოდნელი იყო, უპირატესობა ბრაზილიელებს ჰქონდათ, თუმცა საგოლე მომენტების სიმრავლით პირველი ნახევარი გამორჩეული არ ყოფილა. ყველზე კარგი შანსი ვინისიუს ჟუნიორს ჰქონდა, მაგრამ ბოლო მომენტში დარტყმა ვერ მოახერხა და ხიფათიც განიმუხტა, ერთხელ კი შვეიცარიელები მეკარე იან ზომერმა გადაარჩინა.

64-ე წუთზე ბრაზილიის ნაკრებმა გოლი გაიტანა, მაგრამ ვიდეორეფერიმ თამაშგარის გამო არ ჩათვალა. სამხრეთამერიკელებმა გოლის გატანა შეხვედრის დასრულებამდე 10 წუთით ადრე მაინც მოახერხეს.

საბოლოოდ, ბრაზილიამ მინიმალური ანგარიშით 1:0 მოიგო და საფრანგეთის ნაკრების შემდეგ მეორე გუნდი გახდა, რომელმაც პლეი ოფის საგზური მოიპოვა.

G ჯგუფი

ტური თარიღი დრო თამაში ანგარიში
I ტური 24.11.2022 14:00 შვეიცარია-კამერუნი 1:0
I ტური 24.11.2022 23:00 ბრაზილია-სერბეთი 2:0
II ტური 28.11.2022 14:00 კამერუნი-სერბეთი 3:3
II ტური 28.11.2022 20:00 ბრაზილია-შვეიცარია 1:0
III ტური 02.12.2022 23:00 სერბეთი-შვეიცარია :
III ტური 02.12.2022 23:00 კამერუნი-ბრაზილია :

 

G ჯგუფი
1 ბრაზილია 2 2 0 0 3-0 6
2 შვეიცარია 2 1 0 1 1-1 3
3 კამერუნი 2 0 1 1 3-4 1
4 სერბეთი 2 0 1 1 3-5 1