კატარი 2022 | ბენზემას დეშამთან დაძაბული ურთიერთობა აქვს #1TVSPORT
კატარი 2022 | ბენზემას დეშამთან დაძაბული ურთიერთობა აქვს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ ფორვარდს, ქარიმ  ბენზემას დაძაბული ურთიერთობა აქვს საფრანგეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, დიდიე დეშამთან და რამდენიმე მოთამაშესთან.

როგორც გაზეთი L’Équipe წერს, ფორვარდი და მწვრთნელი არასოდეს ყოფილან „თანამოაზრეები“.

გარდა ამისა, დეშამს არ მოეწონა ის, რომ ბენზემამ მადლობა არ გადაუხადა იმ სიტყვისთვის, რომელიც მწვრთნელმა „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიაზე წარმოთქვა.

აღნიშნავენ, რომ ბენზემა ახლოს არის საფრანგეთის ნაკრების რამდენიმე მოთამაშესთან, მაგრამ გუნდში ყველას არ აქვს მის მიმართ დადებითი განწყობა. ტურნირის დროს საფრანგეთის ნაკრების გასახდელში არ შეიმჩნიეს „რეალის“ თავდამსხმელის არყოფნა.

შეგახსენებთ, რომ ბენზემამ მსოფლიო ჩემპიონატის წინ მიიღო ტრავმა და ვერ შეძლო ტურნირზე თამაში. დიდიე დეშამმა მის შემცვლელად არავინ გამოიძახა და ამიტომაც ფორვარდი ახლაც რჩება საფრანგეთის ნაკრების განაცხადში.