კატარი 2022 | ბელგიის ნაკრების ლიდერებს შორის კონფლიქტი ლუკაკუმ შეაჩერა #1TVSPORT
კატარი 2022 | ბელგიის ნაკრების ლიდერებს შორის კონფლიქტი ლუკაკუმ შეაჩერა #1TVSPORT

ბელგიის ნაკრების ბანაკში კონფლიქტი წარმოიშვა ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში მაროკოსთან წაგების შემდეგ.

როგორც გაზეთი Daily Mail-ი ტელეკოპანია RTL-ზე დაყრდნობით წერს, მარცხის შემდეგ გასახდელში კონფლიქტი ჰქონდათ ედენ აზარს, იან ვერტონგენსა და კევინ დე ბრუინს. ჩხუბის შეჩერება მხოლოდ ფორვარდ რომელუ ლუკაკუს ჩარევის შემდეგ მოხერხდა.

ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შემდეგ ბელგიის ნაკრებს სამი ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. პირველ დეკემბერს ბოლო ტურში „წითელი ეშმაკები“ ხორვატიის წინააღმდეგ ითამაშებენ.