კატარი 2022 | ბელგიამ კანადა დაამარცხა და F ჯგუფის ლიდერია [ვიდეო] #1TVSPORT
კატარის მსოფლიო ჩემპიონატის მეოთხე სათამაშო დღე F ჯგუფში ბელგიისა და კანადის ნაკრებების მატჩით დასრულდა. შეხვედრა ბელგიელებმა მინიმალური ანგარიშით მოიგეს — 1:0.
კანადელებმა მატჩი სწრაფ ტემპში დაიწყეს და მალევე ანგარიშის გახსნის რეალური შესაძლებლობაც მიეცათ — ბელგიელთა კარში პენალტი დაინიშნა, მაგრამ ალფონსო დევისის დარტყმული ტიბო კურტუამ მოიგერია.
ტაიმის შუაში ბელგიამ თამაშის გათანაბრება მოახერხა და რამდენიმე კარგი შეტევაც განახორციელა, მაგრამ უშედეგოდ.
მთლიანობაში, პირველი ტაიმი სანახაობრივი გამოდგა, კანადის ნაკრებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა და ფავორიტად მიჩნეულ ბელგიის ნაკრებს ტოლი არაფერში დაუდო.
საინტერესოდ განვითარდა მოვლენები პირველი ტაიმის ბოლოს. 44-ე წუთზე ალდერვეირელდმა საკუთარი ნახევრიდან ზუსტი პასით მიში ბატშუაი მეკარესთან პირისპირ დატოვა და მანაც ანგარიში გახსნა — 1:0.
მსაჯის მიერ დამატებულ წუთებზე კანადელებს ანგარიშის გათანაბრების შანსი მიეცათ, მაგრამ ტეინონ ბუჩენანის დარტყმული არაზუსტი გამოდგა.
მეორე ტაიმიც მაღალ ტემპში დაიწყო. კანადელები ანგარიშის გათანაბრებას ცდილობდნენ და რამდენიმე კარგი იერიშიც განახორციელეს, მაგრამ მათ შეტევებს ან მცველები შლიდნენ, ან თავად კანადელებს დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლდათ.
საბოლოო ჯამში, ბელგიელებმა მოხარხეს უპირატესობის შენარჩუნება და მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს.
F ჯგუფი
| ტური |
თარიღი |
დრო |
თამაში |
ანგარიში |
| I ტური |
23.11.2022 |
14:00 |
მაროკო-ხორვატია |
0:0 |
| I ტური |
23.11.2022 |
23:00 |
ბელგია-კანადა |
1:0 |
| II ტური |
27.11.2022 |
17:00 |
ბელგია-მაროკო |
: |
| II ტური |
27.11.2022 |
20:00 |
ხორვატია-კანადა |
: |
| III ტური |
01.12.2022 |
19:00 |
კანადა-მაროკო |
: |
| III ტური |
01.12.2022 |
19:00 |
ხორვატია-ბელგია |
: |
| F ჯგუფი |
თ |
მ |
ფ |
წ |
ბ |
ქ |
| 1 |
ბელგია |
1 |
1 |
0 |
0 |
1-0 |
3 |
| 2 |
ხორვატია |
1 |
0 |
1 |
0 |
0-0 |
1 |
| 3 |
მაროკო |
1 |
0 |
1 |
0 |
0-0 |
1 |
| 4 |
კანადა |
1 |
0 |
0 |
1 |
0-1 |
0 |