კატარი 2022 | აშრაფ ჰაკიმიმ მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ ფიფა-ს პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა #1TVSPORT
კატარი 2022 | აშრაფ ჰაკიმიმ მესამე ადგილისთვის მატჩის შემდეგ ფიფა-ს პრეზიდენტს შეურაცხყოფა მიაყენა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე ადგილისთვის მატჩის (ხორვატია-მაროკო 2:1) შემდეგ მაროკოელმა ფეხბურთელებმა პრეტენზიები წაუყენეს შეხვედრის მთავარ არბიტრს, მაგრამ ამით საქმე არ დასრულებულა. როგორც გამოცემა Sport 1-ი იტყობინება, მაროკოს ნაკრების განაპირა მცველმა, აშრაფ ჰაკიმიმ მოასწრო ფიფა-ს პრეზიდენტთან, ჯანი ინფანტინოსთან დაპირისპირება.

ჰაკიმიმ დაჯილდოების ცერემონიამდე იპოვა ინფანტინო გასახდელისკენ გამავალ გვირაბში და შეურაცხყოფა მიაყენა მიაყენა მას – დაადანაშაულა იმაში, რომ ფიფა-ს არ სურს, მაროკომ მსოფლიო ჩემპიონატის მედალი მოიგოს. ასევე, „პასი სენ-ჟერმენის“ მცველმა გააკრიტიკა მსაჯების დანიშვნა საფრანგეთთან ნახევარფინალსა და მესამე ადგილისთვის მატჩში.

ინციდენტის შემდეგ ჰაკიმი გასახდელში გაიყვანეს. აზუსტებენ, რომ ინფანტინოს გასაოცრად მშვიდი რეაგირება ჰქონდა ფეხბურთელის მხრიდან შეურაცხყოფაზე და იოლად გადაიტანა ყველაფერი. ჰაკიმის განრისხების მიზეზი იყო მეორე ტაიმში ხორვატიის კარში არდანიშნული პენალტი.