კატარი 2022 | დოჰაში ემოციები დუღს – არგენტინელ და მექსიკელ გულშემატკივრებს შორის ჩხუბი მოხდა [ვიდეო] #1TVSPORT
მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატზე, არგენტინისა და მექსიკის ნაკრებების მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე, გულშემატკივრებს შორის დაძაბულობა ჩხუბში გადაიზარდა.
C ჯგუფში არგენტინამ და მექსიკამ ჩემპიონატი ისე ვერ დაიწყეს, როგორც სურდათ. „ალბისელესტე“ სენსაციურად დამარცხდა საუდის არაბეთთან 1:2, ხოლო მექსიკელებმა პოლონეთთან დაპირისპირება ფრედ 0:0 დაასრულეს.
შაბათს, 26 ნოემბერს, ეს ორი ნაკრები ერთმანეთს შეხვდება, მაგრამ მატჩამდე ემოციები უკვე დუღს. სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვიდეოებიდან ჩანს, რომ არგენტინელმა და მექსიკელმა გულშემატკივრებმა დოჰას ქუჩებში იჩხუბეს.
💥SE ARMA LA BATALLA CAMPAL 🥊MEXICANOS🇲🇽 CONTRA ARGENTINOS🇦🇷
A unos cuantos días del partido de México 🇲🇽 vs Argentina 🇦🇷 los ánimos ya se comienzan a calentar…🔥 pic.twitter.com/bI8hwOPH6B— Omar Niño Noticias (@OmarNNoticias) November 23, 2022