კატარი 2022 | არგენტინა ტიტულების რაოდენობით საუკეთესოთა ოთხეულშია #1TVSPORT
კატარი 2022 | არგენტინა ტიტულების რაოდენობით საუკეთესოთა ოთხეულშია #1TVSPORT

არგენტინამ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, რომლის ფინალშიც საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა.

არგენტინა ისტორიაში მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი, მანამდე გაიმარჯვა 1978 და 1986 წლებში. ამ მაჩვენებლით ეს სამხრეთამერიკული ნაკრები საუკეთესო გუნდების ოთხეულში მოხვდა.

ყველაზე მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონი გახდა ბრაზილია, რომელიც ხუთი ტიტულის მფლობელია, გერმანიისა და იტალიის ეროვნულმა გუნდებმა კი თასი 4-4-ჯერ აღმართეს.

რაც შეეხება საფრანგეთის ნაკრებს, ის ფინალში მეოთხედ გავიდა, ორჯერ გაიმარჯვა და ამ მაჩვენებლოთ ურუგვაის გაუთანაბრდა, რომელმაც ორგზის მოიგო მსოფლიო ჩემპიონატი ამ ტურნირის გარიჟრაჟზე – 1930 და 1950 წლებში.